სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს ამბიციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწაფვის კუთხით, - ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა განაცხადა თბილისში, სააგრეო საქმეთა მინისტრ მაია ფანკიკიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ლაიჩაკმა აღნიშნა, რომ მის ამჟამინდელ ვიზიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან საქართველოს სტუმრობს საპარლამენტო არჩევნების შედეგად ძალაუფლების დემოკრატიულად გადაცემის შემდეგ და ამასთან, შემოდგომაზე გაიმართება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და სლოვაკეთს სურს, რომ ეს ფორუმი საქართველოსთვის წარმატებული იყოს. მიროსლავ ლაიჩაკის თქმით, მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრისას დიდი დრო დაეთმო სწორედ ევროპული და ევროატალნტიკური ინტეგრაციის საკითხების განხილვას. "საქართველო აღმოსავლეთ პატრნიორობის კუთხით ერთ-ერთი პროგრესული ქვეყანაა და ეს ვილნიუსის სამიტზეც იქნება დაფიქსირებული", - განაცხადა ლაიჩაკმა. თავის მხრივ, მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე დასახულ მიზნებს მიაღწიოს. სლოვაკეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავს შეეხება. დღესვე თბილისში გაიხსნა საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს-ფორუმი.
ყველაზე პოპულარული
1