საქართველოს პრეზიდენტს თურქეთში მიღებული ტრავმის გამო სტამბოლის საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს - ეს ცნობა დღეს გამოქვეყნდა მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის გვერდზე. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი 7 აპრილს დაშავდა ”ველოსიპედით ყოველდღიური ვარჯიშის დროს.” სტამბოლის საავადმყოფოში გამოკვლევისას მიხეილ სააკაშვილს დაუდგინდა მხრის სამმაგი მოტეხილობა, რომლის გამოც იმავე კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებული ცნობითვე, სადილი თურქეთის პრეზიდენტთან და დღეს დაგეგმილი სხვა შეხვედრები სამშაბათს გაიმართება და მათი დასრულების საქართველოს პრეზიდენტი თურქეთს დატოვებს. მიხეილ სააკაშვილი თურქეთში სამუშაო ვიზიტით 6 აპრილიდან იმყოფება.
ყველაზე პოპულარული
1