Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში გაიმართა პრეზიდენტის მეორე ვადით ინაუგურაცია


სომხეთში გაიმართა პრეზიდენტ სერჟ სარქსიანის მეორე ვადით ინაუგურაცია. საინაუგურაციო გამოსვლაში სარქსიანმა პრიორიტეტად დაასახელა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება. მან მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს, რომლებმაც მას მისცეს ხმა 18 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში. სარქსიანს ხმების 58%-ზე მეტი ერგო. მეორე ადგილზე 37%-ით გავიდა რაფი ჰოვანისიანი, რომელიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. ერევანში დღეს ჰოვანისიანის ათასობით მომხრე შეიკრიბა „ალტენრანტიულ ინაუგურაციაზე“. მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას, ჰოვანისიანმა „უკანონო“ უწოდა სარქსიანის ინაუგურაციას.
XS
SM
MD
LG