Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პატრიარქი კირილე: ფემინიზმი ძალიან სახიფათო ფენომენია


რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, კირილე ფენიზმს უწოდებს „ძალიან სახიფათო“ ფენომენს თავის გამოსვლაში 9 აპრილს, როცა ის უკრაინის საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „მართლამდიდებელ ქალთა კავშირის“ წარმომადგენლებს შეხვდა. რუსეთის პატრიარქი თვლის, რომ „ფემინისტური ორგანიზაციები ქადაგებენ ქალების ფსევდოთავისუფლებას, რომელიც პირველ რიგში ქორწინების და ოჯახის გარეთ უნდა განხორციელდეს. ფემინისტური იდეოლოგიის ცენტრში არა ოჯახი, არა ბავშვების აღზრდა, არამედ ქალის სხვა ფუნქციაა, რომელიც ოჯახის ფასეულობებს ხშირად ეწინააღმდეგება“. კირილეს ვარაუდით, ამიტომ არაა შემთხვევითი, რომ ფემინიზმის ლიდერები გაუთხოვანი ქალები არიან. პატრიარქი კირილე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირეა და მკაცრად აკრიტიკებს ხოლმე პოლიტიკური ოპოზიციის პროტესტებს.
XS
SM
MD
LG