Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში განახლდა მაგნიტსკის სასამართლო პროცესი


მოსკოვში განახლდა სასამართლო პროცესი, რომელზეც განიხილავენ იურისტ სერგეი მაგნიტსკისთვის წაყენებულ ბრალდებებს მისი გარდაცვალების შემდეგ. ამავე დროს, დაუსწრებლად ასამართლებენ ბრიტანეთის მოქალაქე უილიამ ბრაუდერს, რომლის კომპანიაშიც - ფონდ „ჰერმიტიჯ კეპიტალ მენეჯმენტში“ - მაგნიტსკი მუშაობდა. მაგნიტსკი 2008 წელს დააპატიმრეს, როცა ის იძიებდა რუსეთის მმართველ წრეებში მოქმედ კორუფციულ სქემას. ის 2009 წელს გარდაიცვალა, წინასწარი დაკავების იზოლატორში, როგორც ახლობლები აცხადებენ, არასათანადოდ მოპყრობის შედეგად. მაგნიტსკისა და ბრაუდერის საქმის არსებითი განხილვა რუსეთში 11 მარტს დაიწყეს და რამდენჯერმე გადაიდეს. მათ ბრალად ედებათ თავის არიდება ნახევარ მილიარდამდე რუბლის ოდენობის გადასახადებისათვის. ციხეში მაგნიტსკის გარდაცვალებამ ვაშინგტონ-მოსკოვის ურთიერთობაში დაძაბულობა გამოიწვია. შარშან შეერთებულმა შტატებმა მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს მაგნიტსკის სიკვდილთან დაკავშირებული რუსი ოფიციალური პირების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG