Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში ახალი პოლიტიკური პარტია დაფუძნდა


გერმანიაში დაფუძნდა ახალი პოლიტიკური პარტია, რომლის სახელწოდებაა „ალტერნატივა გერმანიისთვის“. ბერლინში დღეს გაიმართა პარტიის დამფუძნებელი ყრილობა. მასზე, სიტყვით გამოსვლისას, თავმჯდომარემ, ბერნდ ლუკემ განაცხადა, რომ სამწლიანი კრიზიდან გამოსავალი გერმანიის მთავრობამ ვერ ნახა და ხალხს სულ უფრო და უფრო მეტის გადახდა უწევს, ევროკავშირის სამხრეთელი წევრი სულ უფრო მეტი ქვეყანა აღმოჩნდა კრიზისში. ლუკეს თქმით, პოლიტიკაში არაფერი არ არსებობს, რისი შემობრუნებაც არ შეიძლებოდეს, მაგალითად ევროსი. ევრო იყო ისტორიული შეცდომა, მაგრამ შეცდომების გამოსწორება შეიძლება. ევრო რომც განადგურდეს, ევროპას იგივე არ მოელის.
XS
SM
MD
LG