სტამბულში სასამართლომ ათთვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა გამოჩენილ თურქ პიანისტს, ფაზილ საის, რომელიც მკრეხელობის ბრალდებით გაასამართლეს. ის დაადანაშაულეს ისლამური ფასეულობების შეურაცხყოფაში კომენტარის გამო, რომელიც შარშან აპრილში გამოთქვა სოციალურ ქსელ „ტვიტერით“. იუწყებიან, რომ 43 წლის პიანისტი არ იმყოფებოდა დარბაზში მის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისას. ფაზილ საი უარყოფს ბრალდებას და გამოთქვამს ვარაუდს, რომ მისი სამართლებრივი დევნა დაიწყო თურქეთის მმართველის პარტიის ინიციატივით, რახან პიანისტი მას აკრიტიკებს.
ყველაზე პოპულარული
1