Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დათა ახალაიას ადვოკატი მთავარ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს


შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის დათა ახალაიას ადვოკატი მთავარ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს, გამოიძიონ სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ახალაია და სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა საქართველოში იმყოფებიან და ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი აქციის დღეს, 19 აპრილს პროვოკაციებს გეგმავენ. ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებით, ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ "გიყვარდეს საქართველო" ფეისბუკის გვერდზე განათავსა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში მყოფი დათა ახალაია და მეგის ქარდავა, რომლებსაც დაჯგუფება ჰყავთ, 19 აპრილს აპირებენ პროვოკაციებს როგორც აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ასევე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ადვოკატი ინფორმაციის გამავრცელებლებს ცილისწამებაში ადანაშაულებს და გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG