Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში დაიწყო სერბია-კოსოვოს მოლაპარაკების მორიგი რაუნდი


ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი, კეთრინ ეშტონი ორმხრივ შეხვედრებს ატარებს სერბიისა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრებთან, მხარეებს შორის ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით. ეშტონთან ცალ-ცალკე შეხვედრის შემდეგ, სერბიის პერმიერ-მინისტრი ივიცა დაჩიჩი და კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ჰაშიმ თაჩი ერთმანეთთან გამართავენ მოლაპარაკებას. საქმე ეხება მოლაპარაკების მოულოდნელ რაუნდს, რომელიც დაინიშნა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა გადადო სერბია-კოსოვოს საკითხში ანგარიშის გამოქვეყნება. ამ ანგარიშში ბრიუსელმა უნდა გამოთქვას შეფასება, მზად არიან თუ არა სერბია და კოსოვო ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების დასაწყებად. ევროკავშირში სერბიის ინტეგრაციის პროცესს უკავშირებენ კოსოვოსთან მისი ურთიერთობის გაუმჯობესებას. კოსოვომ 2008 წელს გამოაცხადა სერბიისაგან დამოუკიდებლობა, რომელსაც ბელგრადი არ ცნობს.
XS
SM
MD
LG