Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიკა ვერულაშვილი: ვანო მერაბიშვილის გვერდით დგომა დანაშაულია


დათა ახალაიას სახელით 15 აპრილს გვრცელებული განცხადება მართლაც მას ეკუთვნის, არანაირი კავშირი არ აქვს 19 აპრილის აქციასთან და იყო მხოლოდ საჩუქარი ვანო მერაბიშვილისთვის, რომელიც 15 აპრილს იუბილარი იყო - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა პარლამენტის წევრმა მარიკა ვერულაშვილმა, რომელმაც ნაციონალური მოძრაობა თებერვალში დატოვა. ვერულაშვილის თქმით, მერაბიშვილი არ არის შეჩვეული სიმართლის თქმას, თუმცა, მისი მოსმენა უახლოეს ხანში ხშირად მოუწევს და არასასიამოვნო სიურპრიზებს კიდევ უნდა ელოდოს. დეპუტატის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის კრახი სწორედ ვანო მერაბიშვილის დამსახურებაა. ”ამ დამარცხების შემდეგ ის აღარ უნდა ყოფილიყო ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი და რადგან ასე არ მოხდა, გადავწყვიტე, რომ ჩემი ადგილი აღარ იყო ამ პარტიაში, რომლის წევრი ვიყავი დაარსების დღიდან”, - განაცხადა მარიკა ვერულაშვილმა. მისივე თქმით, ”ვანო მერაბიშვილის გვერდით დგომა დანაშაულია. პარლამენტის წევრმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ნაციონალური მოძრაობის დატოვებას ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალაიაც აპირებს.
XS
SM
MD
LG