Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ობამა ბოსტონში ჩავიდა


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, ჩავიდა ბოსტონში, სადაც ტერაქტში დაღუპულების ხსოვნის აღმსარებლობათაშორისი საეკლესიო მსახურებას დაესწრო. ბოსტონში ორშაბათს მარათონის ბოლოს მომხდარ ტერაქტს ემსხვერპლა სამი ადამიანი. 170 პირი დაშავდა. ეს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ყველაზე მსხვილი ტერორისტული აქტია აშშ-ში. ჯერ არავინ დაუკავებიათ. ობამამ ბოსტონში განაცხადა, რომ ტერაქტის შემსრულებლებს მართლმსაჯულებას გადასცემენ. აშშ-ის ხელისუფალთა თქმით, სულ მცირე ერთი პირის, პოტენციული ეჭვმიტანილის სახე კამერებმა აღბეჭდეს. სურათები საჯაროდ არ გამოუქვეყვნებიათ, ასევე არავინ დაუკავებიათ. ვარაუდობენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა სწრაფმხარშავი ქვაბის გამოყენებით დაამზადეს.
XS
SM
MD
LG