Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს მოძრაობის შეზღუდვის გადაწყვეტილებას მხოლოდ სიტუაციიდან გამომდინარე მიიღებს


ნაციონალური მოძრაობის დღევანდელი აქციის გამო რუსთაველის გამზირის და მისი მიმდებარე ტერიტორიების 12 საათიდან გადაკეტვა გადაიფიქრა შსს-მ. მის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება თბილისის მცხოვრებთა ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო, რათა მათ გადაადგილებისას დისკომფორტი არ შეექმნათ. შსს აღნიშნავს, რომ ზრუნავს აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვაზე და რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მოძრაობის შეზღუდვის გადაწყვეტილებას მხოლოდ სიტუაციიდან გამომდინარე მიიღებს. პარლამენტის შენობასთან და მის მიმდებარე ტერიტორიებზე საპატრულო პოლიცია დილიდანაა მობილიზებული. დღევანდელი აქციის მიმდინარეობას დააკვირდებიან სახალხო დამცველის აპარატის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG