Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ინფორმაციით, სირიის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ჩაკ ჰეიგელმა განცხადა, რომ აშშ-ის დაზვერვის სააგენტოების შეფასებით, სირიის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა კონფლიქტში, რომელიც ამ ქვეყანაში ორი წელია გრძელდება. ცნობაში საუბარია სირიაში ქიმიური იარაღის, სავარაუდოდ, „მცირე მასშტაბით“ გამოყენებაზე. ჰეიგელმა ამის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტისას. მისი თქმით, თეთრმა სახლმა კონგრესის რამდენიმე წევრს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ დაზვერვის სააგენტოების შეფასებით, სირიის მთავრობის ჯარებს შესაძლოა, გამოყენებული ჰქონდეთ სარინის გაზი მეამბოხეების წინააღმდეგ. თეთრმა სახლმა დაადასტურა ეს ცნობა, მაგრამ აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი ინფორმაცია. შეერთებულ შტატებს ნათქვამი აქვს, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებით გადაილახება „წითელი ხაზი“, საერთაშორისო თანამეგობრობის ასამოქმედებლად.
XS
SM
MD
LG