Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი: მხოლოდ ბიზნესს შეუძლია ეკონომიკური პრობლემების მოგვარება


"მხოლოდ ბიზნესს შეუძლია გადაჭრას ქვეყანაში არსებული მძიმე პრობლემები" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა თბილისში დღეს გამართულ საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმზე, რომელსაც 50-მდე უკრაინული კომპანიის 80 წარმომადგენელი დაესწრო. მათ ბიძინა ივანიშვილი თავისუფალ ბიზნესგარემოს და საქართველოში საქმიანობის შემთხვევაში მაქსიმალურ ხელშეწყობას დაპირდა. ”გარწმუნებთ, რომ საქართველოში ჭეშმარიტად ახალი დრო დაიწყო და ბიზნესის მიმართ დამოკიდებულება განსაკუთრებულია, რადგან კარგად ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ ბიზნესს შეუძლია ეკონომიკური პრობლემების მოგვარება” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, ვერცერთი ჩინოვნიკი ვერ გაბედავს ჩაერიოს ბიზნესმენების საქმიანობაში საქართველოში, სადაც ბიზნესისთვის ევროპისა და ამერიკის ქვეყნებზე არანაკლები და ზოგიერთ შემთხვევაში უკეთესი პირობებიც იქნება. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამ სახელმწიფოებისგან განსხვავებით საქართველოში ბაზრის ბევრი ნიშა ცარიელია და ამასთან, 16%-იანი კომპლექსური გადასახადით ქვეყანა მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.
XS
SM
MD
LG