Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოინგის წარმოებულმა „დრიმლაინერმა“ განაახლა ფრენები


ეთიოპიის სახელმწიფო ავიხაზები გახდა მსოფლიოს პირველი სატრანსპორტო კომპანია, რომელმაც განაახლა ბოინგ 787 „დრიმლაინერების ფრენები“. ეს მოხდა სამი თვის თავზე მას შემდეგ, რაც თვითმფრინავებმა ტექნიკური გაუმართაობის გამო აფრენა ვერ შეძლეს. ამის მიზეზი გახდა, ლიტიუმის იონის აკუმულატორის მწყობრიდან გამოსვლა ერთბაშად ორ თვითმფრინავის ძრავაში. „ბოინგის“ კომპანიას თვითმფრინავების გაუმართაობის აღმოფხვრა დაახლოებით 600 მილიონი დოლარი დაუჯდა. აშშ-ის მართვის სპეციალისტებმა ახალი აკუმულატორები გასულ კვირაში დაამონტაჟეს, რის შემდეგაც სამგზავრო „დრიმლაინერმა“ შაბათს პირველად განახორციელა რეისი ნაირობის ბოლეს აეროპორტში.
XS
SM
MD
LG