საფრანგეთში, ქალაქ რეიმსში, შამპანის დეპარტამენტში, სახლის ნაწილის დანგრევის შედეგად დახოცილთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. ფრანცპრესის თანახმად, 60 წლის ქალის გვამი ნანგრევებში აღმოაჩინეს ავარიიდან რამდენიმე საათში. ეძებენ სახლის კიდევ ერთ მცხოვრებს. დაშავებულთა რიცხვი 14-ია. მომხდარის მიზეზის მთავარი ვერსია ბუნებრივი გაზის აფეთქებაა. პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა თანაგრძნობა გამოუცხადა დაღუპულთა ნათესავებს დაბ ახლობლებს და სოლიდარობა ქალაქის მცხოვრებთ.