Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დააკავეს ოპოზიციონერი აქტივისტი შარშანდელი არეულობის გამო


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ დააკავეს ოპოზიციონერი აქტივისტი ბრალდებით, რომ მონაწილეობდა 2012 წლის 6 მაისის ძალადობრივ არეულობაში, მოსკოვის ბოლოტნის მოედანზე. ცნობით, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, ანტიფაშისტუროი მოძრაობა „ანტიფას“ აქტივისტი, ალექსეი გასკაროვი კვირას დაკავეს და მასზე ეჭვი აქვთ, რომ ჩართული იყო „მასობრივი არეულობის“ მოწყობაში. მასვე ბრალად ედება პოლიციის მიმართ ძალადობა, რათა არ დაეშვა თავისი დაპატიმრება. ამ, ეგრეთწოდებული „ბოლოტნის საქმის“ გამო დაკავებულია სულ 27 ადამიანი. ორი განაჩენი უკვე გამოტანილია.
XS
SM
MD
LG