ინდოეთის პრემიერ–მინისტრმა მონმოჰან სინგჰმა პაკისტანისგან "სამართლის" აღსრულება მოითხოვა მას შემდეგ, რაც პაკისტანის ციხეში დაიღუპა ჯაშუშობისთვის მსჯავრდებული ინდოეთის მოქალაქე. სარაბჯით სინგჰმა 16 წელი გაატარა პაკისტანში. გავრცელებული ინფორმაციით, ლაჰორის ციხეში ის თანასაკნელებმა მოკლეს – მას აგურის ჩარტყმით მძიმე დაზიანება მიაყენეს თავის არეში. სარაბჯით სინგჰს ბრალად ედებოდა მონაწილეობა 1990 წელს პენჯაბის პროვინციაშ აფეთქებების მოწყობაში. აფეთქებების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. სინგჰის ოჯახი მას უდანაშაულოდ თვლიდა. ინდოეთის პრემიერ–მინისტრმა "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში მოუწოდა პაკისტანის ხელისუფლებას მართლმსაჯულებას წარუდგინოს ინდოეთის მოქალაქის "ბარბაროსულ" მკვლელობაში დამნაშავე პირები.
ყველაზე პოპულარული
1