Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთში ხუთი ადამიანი გარდაიცვალა SARS-ის ტიპის ვირუსით


საუდის არაბეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო დღეებში ხუთი ადამიანი გარდაიცვალა ახალი ვირუსით. სავარაუდოდ, საქმე ეხება მწვავე რესპირატორული სინდრომის, ე.წ. SARS-ის ტიპის ვირუსს. SARS-ის ვირუსი 10 წლის წინ გავრცელდა აღმოსავლეთ აზიაში. საუდის არაბეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სარეანიმაციო განყოფილებაში მკურნალობენ კიდევ ორ პაციენტს. ახალი ვირუსი, რომელსაც ადამიანის ახალ კორონავირუსს უწოდებენ, პირველად შარშან აღმოაჩინეს. ინფიცირების 23 შემთხვევიდან, რომლებიც საუდის არაბეთში, იორდანიაში, გერმანიასა და ბრიტანეთში აღირიცხა, 16 დასრულდა პაციენტების გარდაცვალებით.
XS
SM
MD
LG