Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართლმადიდებელი ქრისტიანები აღდგომის დღესასწაულს ზეიმობენ


მართლმადიდებელი ქრისტიანები აღდგომის დღესასწაულს ზეიმობენ. ახალი აღთქმის მიხედვით, იესო ქრისტე ჯვარზე სიკვდილიდან მესამე დღეს აღდგა, რასაც ქრისტიანები „სასწაულთა შორის სასწაულად“ მიიჩნევენ. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციისამებრ, საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში სრულდება ღამისთევის მსახურება. მართლმადიდებლებს აღდგომა მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა, პრეზიდენტი ყველა ქართულ ოჯახს უსურვებს ბედნიერებას, უკეთეს მომავალს, მხნედ ყოფნას და გამარჯვებას. აღდგომას ზეიმობენ სხვა ქვეყნების, მათ შორის საბერძნეთის, რუსეთის, უკრაინის, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიებიც.
XS
SM
MD
LG