Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაბათს ავღანეთში ნატოს რვა ჯარისკაცი დაიღუპა


ნატოს რვა ჯარისკაცი, მათ შორის შვიდი ამერიკელი დაიღუპა ავღანეთში შაბათს, სამი სხვადასხვა ინციდენტისას. ოფიციალური პირების ცნობით, ხუთი ამერიკელი ჯარისკაცი შეიწირა გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქებამ სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში. ხოლო დასავლეთში მდებარე ფარაში ორი ამერიკელი მოკლა ავღანეთის ეროვნული არმიის ჯარსიკაცმა. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესის“ ცნობით, განვლილი წლის განმავლობაში მესამედ მოხდა, რომ ავღანეთში ერთ დღეში შვიდი ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კიდევ ერთი უცხოელი ჯარისკაცი დაიღუპა ჩრდილოეთ ავღანეთში, მეამბოხეების თავდასხმის შედეგად. ცნობაში სხვა დეტალები არ მოჰყავთ.
XS
SM
MD
LG