Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კენიაში ორ ირანელს მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა


კენიის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ირანის ორ მოქალაქეს, რომლებსაც ტერორისტულ საქმიანობაში ედებოდათ ბრალი. აჰმად მოჰამედი და საიედ მანსური ასაფეთქებელი მოწყობილობის შენახვას და კენიის ქალაქებში აფეთქებების დაგეგმვაში სცნეს დამნაშავედ. პროცესის მიმდინარეობის დროს, მოსამართლემ განაცხადა, რომ მსჯავრდებულნი დაკავშირებულნი არიან ტერორისტულ ქსელთან, რომელიც ნაირობსა და მომბასში თავდასხმებს გეგმავდნენ. ირანის მოქალაქეები კენიის დედაქალაქში გასული წლის ივნისში დააკავეს. ისინი ბრალს არ აღიარებენ.
XS
SM
MD
LG