Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალიევმა მთიანი ყარაბაღის პრობლემას რეგიონის ინტეგრაციის „მთავარი დაბრკოლება“ უწოდა


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის მოუგვარებელ პრობლემას რეგიონის ინტეგრაციის „მთავარი დამაბრკოლებელი“ ფაქტორი უწოდა. სამშაბათს, პირველი სამხრეთ კავკასიური ფორუმის გახსნაზე ბაქოში ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს სურს აღადგინოს ქვეყნის ტერიტორული მთლიანობა და გადაჭრას აღნიშნული პრობლემა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. მეტწილად ეთნიკური სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1994 წელს შეწყდა მხარეებს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით. თუმცა საერთაშორისო საზოგადოების შუამავლობით მიმდინარე კონფლიქტის მოგვარების პროცესში პროგრესი არ არსებობს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მთანი ყარაბაღსა და მის გარშემო მდებარე 7 აზერბაიჯანულ რაიონს „სომხეთის მიერ ოკუპირებული“ უწოდა და დასძინა, რომ ბაქო გააგრძელებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებს, რათა „საკმაოდ ძლიერი გახდეს კონფლიქტის მოგვარებისათვის“
XS
SM
MD
LG