Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრულ გაზეთს ბოშების შეურაცხყოფისათვის ჯარიმა დაეკისრა


უნგრეთის საბჭომ, რომელიც მედიასაშუალებების საკითხებზე მუშაობს, ყოველდღიური უნგრული გაზეთი ”მაგიარ ჰირლაპი” ბოშების შეურაცხყოფისათვის დააჯარიმა. საავტორო სვეტში, რომელიც გაზეთში იანვარში დაიბეჭდა, ჟურნალისტმა ჯოლტ ბაიერმა ბოშებს ცხოველები უწოდა და განაცხადა, რომ ბოშათა უმრავლესობა არ არის ღირსი ცხოვრობდეს უნგრეთში. ბოშები უნგრეთის მოსახლეობის 7 პროცენტს შეადგენენ. ბაიერის განცხადებებმა ფართომასშტაბიანი პროტესტი გამოიწვია. უკანასკნელ პერიოდში უნგრეთში ქსენოფობიური განცხადებები გახშირებულია. მაგალითად, 5 მაისს მემარჯვენე რადიკალთა პარტიამ ”იობიკ” (”უკეთესი უნგრეთისთვის”), ბუდაპეშტში გამართა აქცია ქალაქში საერთაშორისო ებრაული კონგრესის ჩატარების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG