Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი: ასადი არ იქნება დროებითი მთავრობის წევრი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი აცხადებს, რომ აშშ-ის აზრით, სირიის კრიზისის ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტის ნაწილი უნდა იყოს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომა. კერი ამ განცხადებით ჟურნალისტებთან საუბრისას გამოვიდა, რომში ყოფნისას, იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ნასერ იუდესთან შეხვედრის ფონზე. კერის თქმით, აშშ კვლავ თვლის, რომ ასადი არ შეიძლება იყოს სირიის დროებითი მთავრობის წევრი. ხუთშაბათს, მოსკოვში ვიზიტით ყოფნისას კერი რუსეთის ლიდერებთან შეთანხმდა, რომ მოიწვევენ ახალ საერთაშორისო კონფერენციას, სირიაში 26 თვის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების მიზნით. კერის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, კონფერენცია მაისის ბოლოს გაიმართება. მათივე ცნობით, კონფერენცია დაეყრდნობა შარშან მიღწეულ საერთაშორისო შეთანხმებას, რომელშიც ასადის ბედი დაკონკრეტებული არ იყო.
XS
SM
MD
LG