Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადეიშვილის ადვოკატი გავრცელებულ ცნობებს უარყოფს


საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის სახელით ბოლო ხანს გამოქვეყნებული არცერთი განცხადება მას არ ეკუთვნის - ეს განმარტება დღეს გაავრცელა ყოფილი მინისტრის ინტერესების დამცველმა საადვოკატო ბიურომ "სვანიძე და პარტნიორები." ბიურო აღნიშნავს, რომ ზურაბ ადეიშვილს არაფერი განუცხადებია და ამას არც მომავალში აპირებს. იუსტიციის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა გოჩა სვანიძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუმარტა, რომ Facebook-ში შექმნილია გვერდი, რომლის მეშვეობით ზურაბ ადეიშვილის სახელით განცხადებები ვრცელდება, თუმცა თავად ადეიშვილს საკუთარი მოქმედი გვერდი არ აქვს. ”თუ უახლოეს მომავალში კიდევ რაიმე გავრცელდა, ესეც ტყუილი იქნება” - განაცხადა გოჩა სვანიძემ. მისივე თქმით, თუ ზურაბ ადეიშვილი დააპირებს რაიმე ინფორმაციის გავრცელებას, ეს ადვოკატის მეშვეობით მოხდება. საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ძებნილი ზურაბ ადეიშვილის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია.
XS
SM
MD
LG