Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის მთავრობა აცხადებს, რომ სირიასთან კონფლიქტში ქვეყნის ჩათრევა არ მოხდება


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ არ მოხდება მისი ქვეყნის ჩათრევა სირიასთან კონფლიქტში. ერდოანი კვირას გამოვიდა მოწოდებით, რომ თურქეთმა უნდა შეინარჩუნოს ზედმიწევნით ცივად განსჯის უნარი იმ მცდელობების და პროვოკაციების ფონზე, რომელიც ქვეყნის სირიასთან სისხლიან კონფლიქტში ჩათრევას ემსახურება. ერდოანის ამ გამოსვლას ერთი დღით უსწრებდა წინ სირიის საზღვართან მდებარე ქალაქში ორი დანაღმული მანქანის აფეთქება, რასაც 46 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმებთან დაკავშირებით დაკავებულია თურქეთის ცხრა მოქალაქე. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, მუამერ გულერი აცხადებს, რომ მათ კავშირები აქვთ სირიის სადაზვერვო სტრუქტურებთან. მინისტრის ცნობით, დაკავებულებს შორისაა აფეთქების მთავარი დამგეგმავი პირი. სირია უარყოფს კავშირს თურქეთში მომხდარ ამ სისხლიან თავდასხმებთან.
XS
SM
MD
LG