Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარიფი ემხრობა ინდოეთთან და აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესებას


პაკისტანელი პოლიტიკოსი ნავაზ შარიფი, რომელიც, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი გახდება, ინდოეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ემხრობა. ორ დღეში მას შემდეგ, რაც მისმა პარტია „ პაკისტანის მუსლიმთა ლიგამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა საყოველთაო არჩევნებში, შარიფმა ლაჰორში უთხრა ჟურნალისტებს, რომ საჭიროა, მხარეებმა იმუშაონ „ერთმანეთის მიმართ შიშის წინააღმდეგ“. შარიფის თქმით, ის ესაუბრა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მანმოჰან სინხს და მხარეებმა ერთმანეთი თავ-თავიანთ ქვეყნებში მიიწვიეს. პაკისტანი და ინდოეთი სამჯერ ეომნენ ერთმანეთს, ორჯერ - ქაშმირის რეგიონის გამო. შარიფმა ორშაბათს განაცხადა ასევე, რომ სურს ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუმჯობესება. ნავაზ შარიფი ორი ვადით იყო პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, სანამ მას გადადგომას აიძულებდნენ 1999 წლის სამხედრო გადატრიალების შედეგად.
XS
SM
MD
LG