Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი უცხოეთში ვიზიტებზე: „არსად ჩემი წასვლა არ არის პრობლემა“


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა უცხოეთში ვიზიტების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებას „აქცენტი არასწორად ჰქონდა გადატანილი“ და ძირითადად საზღვარგარეთ, ევროპელებთან და ამერიკელებთან იყო ანგარიშვალდებული და იგნორირებას უწევდა ქართულ საზოგადოებას. ივანიშვილმა ეს შეფასება გამოთქვა პასუხად ჩვენი რადიოს კორესპონდენტის შეკითხვაზე, რატომ იკავებს თავს შეერთებულ შტატებში ვიზიტზე: „ჩვენ დავუბრუნეთ ქართულ საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება, რომ მათ უნდა აკონტროლონ და მათ უნდა გადაწყვიტონ, ჩვენ ვართ წარმატებულები და კარგები, თუ ვართ ცუდები და ვაშავებთ. და აქ არის ძალიან ბევრი სამუშაო და მხოლოდ ესაა მიზეზი (ვიზიტებზე უარის). რა თქმა უნდა, მე პატივს ვცემ ყველა ქვეყანას და თავის დროზე - აი, გერმანიაში დამთავრდება ვთქვათ, ეხლა მაგის დროს არ არის, არჩევნები და იქაც აუცილებლად მოვახერხებ ვიზიტს. არც ერთ ქვეყანაში არა მაქვს პრობლემა ვიზიტის, მათ შორის ამერიკაშიც“, განაცხადა ივანიშვილმა და გამოთქვა სურვილი, რომ უცხოეთში ვიზიტებამდე მისმა გუნდმა მაქსიმალურად კარგად აჩვენოს თავისი სახე - განსაკუთრებით შეერთებულ შტატებს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენია. ივანიშვილმა ამ და ბევრ სხვა საკითხზე ისაუბრა დღეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
XS
SM
MD
LG