Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში რეცესია დაფიქსირდა


საფრანგეთი აცხადებს, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რეცესია დაფიქსირდა: სტატისტიკის სააგენტოს ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტი 0,2%-ით შემცირდა - ზუსტად ისე, როგორც 2012 წლის ბოლო კვარტალში. რეცესიაზე საუბრობენ, როცა მთლიანი შიდა პროდუქტი ზედიზედ ორ კვარტალში მცირდება. პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის მთავრობის წინაშე რთული ამოცანები დგას: მაღალი უმუშევრობა, ბიზნესის დაბალი აქტივობა და მომხმარებელთა უნდობლობა. საფრანგეთში უმუშევრობა მართალია, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე დაბლაა, ამჟამად 10,6%-ს შეადგენს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ გაიზრდება.
XS
SM
MD
LG