Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ახალი უპილოტო თვითმფრინავის პირველი აფრენა განახორციელა


ახალმა ამერიკულმა უპილოტო თვითმფრინავმა ავიამზიდ ”ჯორჯ ბუშიდან” პირველი აფრენა განახორციელა, იტყობინება პენტაგონი. ამავე ინფორმაციით, უპილოტო თვითმფრინავი ახორციელებს როგორც აფრენას ავიამზიდიდან, ასევე მას შეუძლია ავიამზიდზე დაშვება. შესაბამისად, შეერთებული შტატების სამხედროებს აღარ დასჭირდებათ სხვა ქვეყნების ნებართვა, რათა გამოიყენონ მათი ავიაბაზები უპილოტო თვითმფრინავის დასაჯდომად. აპარატ X-478-ის გამოყენება შესაძლოა როგორც სამძებრო-სადაზვერვო ოპერაციებისთვის, ისე საჰაერო დარტყმებისთვის.
XS
SM
MD
LG