Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი: ”დღევანდელ აქციაზე დაპირისპირების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა შსს-ს დაეკისრება”


სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დამცველი ორგანიზაციის "იდენტობის" აქციაზე, რომელიც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს ეძღვნება, დაპირისპირების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა შსს-ს დაეკისრება. როგორც ჟურნალისტებს სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსმა სოფო ბენაშვილმა განუცხადა, ყველას აქვს უფლება ისარგებლოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით, გამართოს აქცია და შეიკრიბოს როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. "შესაბამისად, ამ ჯგუფს უფლება აქვს ისარგებლოს თავისი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით და გამართოს აქცია. ამავდროულად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს და შესაბამისი ღონისძიებები გააკეთოს ნებისმიერი ინციდენტების პრევენციისა და აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რათა აქციის მონაწილეებს ბოლომდე მიეცეთ აქციის ჩატარების შესაძლებობა. თუ წარმოიშვა დაპირისპირება, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც მოწოდებულია იმისთვის, რომ დაიცვას აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება და საზოგადოებრივი წესრიგი", - განაცხადა სოფო ბენაშვილმა.
XS
SM
MD
LG