Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში იმართება ორი აქცია ლგბტ უფლებებისადმი დამოკიდებულების გამოსახატად


თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან იმართება ორი აქცია, რომელთა მონაწილეებიც ერთმანეთისაგან განსხვავებულ დამოკიდებულებას გამოხატავენ სექსუალური უმცირესობების საკითხთან დაკავშირებით. ერთი ჯგუფი აპროტესტებს ძალადობას, რომელიც 17 მაისს, თბილისში გამართულ მრავალათასიანი აქციაზე იყო მიმართული ლგბტ აქტივისტების გამოსვლის წინააღმდეგ. ისინი ხელისუფლებისაგან მოითხოვენ მოძალადე პირების, ასევე ძალადობის "წამახალისებლების" დასჯას. ხოლო მთავრობის კანცელარიასთან მყოფი მეორე ჯგუფის წევრების მოთხოვნაა, რომ საქართველოში კანონმდებლობით აიკრძალოს ჰომოსექსუალობის პროპაგანდა. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ შეფასებით, ორივე საპროტესტო აქციას რამდენიმე ასეული მოქალაქე ესწრება. სამართალდამცავებს ორ ჯგუფს შორის ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გავლებული.
XS
SM
MD
LG