ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ გაათავისუფლა საქართველოს მოქალაქე, გიორგი გოგოლაძე, რომელიც 14 მაისს დააკავეს ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო კვეთის“ ბრალდებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გოგოლაძის გათავისუფლება მოჰყვა სამინისტროსა და საქართველოს ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის წარმომადგენლების მოლაპარაკებას ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთან. საამისოდ მხარეებმა „ცხელი ხაზი“ გამოიყენეს.
ყველაზე პოპულარული
1