Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ქალაქ კარაჩიში განმეორებით ჩატარდა არჩევნები


პაკისტანის ქალაქ კარაჩიში განმეორებით ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ, რაც „მუტაჰიდა ყაუმის მოძრაობა“ 11 მაისის არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს. ეს ბრალდება მას კრიკეტის ყოფილი ვარსკვლავის, იმრან ხანის პარტიამ წაუყენა. გუშინ კარაჩიში იმრან ხანის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს. პოლიტიკოს ქალს - ზაჰრა შაჰიდ ჰუსეინს - მისსავე სახლთან ესროლეს. იმრან ხანმა „მუტაჰიდა ყაუმის მოძრაობის“ ლიდერები დაადანაშაულა მკვლელობის ორგანიზებაში.
XS
SM
MD
LG