Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის თქმით, მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის დაპატიმრება ქვეყანას სრულიად ახალ რეალობაში გადაიყვანს


”უნდა გვესმოდეს, რომ თუ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის პატიმრობაზე, ეს ჩვეულებრივი იურიდიული აქტი კი არა, ქვეყნის სრულიად ახალ რეალობაში გადაყვანა იქნება” - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც დღეს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ოქტომბრის არჩევნების შედეგად ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემით საქართველოს გაუჩნდა ისტორიული შანსი გამხდარიყო სრულფასოვანი, წარმატებული დემოკრატია. ”დღეს გაჩნდა საფრთხე ამ რეგიონის რიგით ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბების, რაც ქვეყანას მრავალი წლით დახევს უკან როგორც საშინაო პოლიტიკაში, ისე საგარეო ურთიერთობების მხრივ” - აცხადებს პრეზიდენტი სააკაშვილი. ის მიმართავს მთავრობას და განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრს, კარგად დაუფიქრდნენ მსგავსი ნაბიჯების შედეგებს.
XS
SM
MD
LG