Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ”ჰესბოლას” ტერორიზმში ადანაშაულებენ


დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მოუწოდებენ ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებს ლიბანის შიიტური მოძრაობა ”ჰესბოლა” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადონ. ამ ორგანიზაციის მებრძოლები ამჟამად სირიაში პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მხარეს იბრძვიან. ”ჰესბოლას” ასევე ბრალი ედება ბულგარეთში ისრაელიდან ჩასული ტურისტების თავდასხმაში. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლორან ფაბიუსის განცხადებით, პარიზი შეშფოთებას გამოხატავს იმის გამოც, რომ ”ჰესბოლას” მებრძოლები სირიაში თავს ესხმიან მშვიდობიან მოსახლეობას.
XS
SM
MD
LG