Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა სიტყვით გამოვა კონტრტერორიზმისა და უპილოტო თვითმფრინავების თაობაზე


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს სიტყვას წარმოთქვამს კონტრეტერორიზმისა და აშშ-ის ადმინისტრაციის უპილოტო თვითმფრინავების პროგრამის გარშემო. ცნობით, მოელიან, რომ ობამა დაადასტურებს აშშ-ის სახელმწიფო პრიორიტეტებს უშიშროების სფეროში. ობამა საზოგადოებას მიმართავს ვაშინგტონიდან, სახელმწიფო თავდაცვის უნივერსიტეტიდან, თბილისის დროით 22 საათზე. როიტერს მოჰყავს თეთრი სახლის ანონიმი წარმომადგენლის ნათქვამი, რომ პრეზიდენტი განმარტავს, რატომ არის უპილოტო თვითმფრინავების გამოყენება „საჭირო, კანონიერი და სამართლიანი“. უპილოტო თვითმფრინავების გამოყენება ტერორიზმში ეჭვმიტანილების დასახოცად ძაბავს ურთიერთობას პაკისტანის მსგავს ქვეყნებთან და უფლებადამცავების კრიტიკას იწვევს.
XS
SM
MD
LG