Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი ეკვადორში შეხვდა ჰაიტის პრეზიდენტსა და ალჟირის ვიცე-პრეზიდენტს


საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ეკვადორში იმყოფება, ჰაიტის პრეზიდენტსა და ალჟირის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. „კმაყოფილი ვარ იმით, რომ პირველად ისტორიაში საქართველოსა და ალჟირს შორის ურთიერთობა ეწყობა და მაღალი დონის შეხვედრაც გაიმართა”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, ალჟირი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელთანაც საქართველოს ურთიერთობა ბოლომდე არ ჰქონდა ჩამოყალიბებული და ამასთან, რუსეთი ალჟირთანაც აქტიურად მუშაობდა საქართველოს ტერიტორიების აღიარების მიმართულებით. პრეზიდენტის განცხადებითვე, ალჟირის ვიცე-პრეზიდენტმა ”დიდი ინტერესით ისაუბრა იმის თაობაზე, რომ ბევრი რამ სმენია საქართველოში წარმატებულად განხორციელებული რეფორმების შესახებ”. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ”ქართული რეფორმები ბრენდია ყველგან,” მათ შორის ისეთ ქვეყნებში, რომლებთანაც საქართველოს პირდაპირი ურთიერთობა დღემდე არ ჰქონია.
XS
SM
MD
LG