Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი: განსხვავებულობის გამო, თავისუფალი აზრისათვის, თავისუფალი სიტყვისთვის არავინ დაისჯება“


საქაროთველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „დემოკრატიული ღირებულებები, ადამიანის უფლებები, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების მოწესრიგება, დეოკუპაცია, კანონის უზენაესობის დამკვიდრება, თავისუფალი მედია“, ეს ის საკითხებია, რომლებიც დამოუკიდებლობის იდეის განუყოფელი ნაწილია. ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ „განსხვავებულობის გამო, თავისუფალი აზრისათვის, თავისუფალი სიტყვისათვის არავინ დაისჯება“. პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი ტრადიციებისა, მაგრამ, ახლის შეთვისება ქართული ტრადიციის განუყოფელი ნაწილია. ივანიშვილმა თქვა, რომ საქართველო უნდა იყოს სტაბილური და ეკონომიკურად ძლიერი, რათა მიმზიდველი გახდეს სეპარატისტული რეგიონების მოქალაქეთათვის.
XS
SM
MD
LG