Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი დადებითად აფასებს სერბიისა და კოსოვოს პოზიციას


ევროკავშირი მიესალმება სერბიისა და კოსოვოს დათანხმებას ერთმანეთთან ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ გასულ თვეში ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელების გეგმაზე. ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა, კეთრინ ეშტონმა დღეს ბრიუსელში განაცხადა, რომ გეგმის მიზანია ადგილზე პრობლემების მოგვარება და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სერბიისა და კოსოვოს სწრაფი წინსვლის ხელშეწყობა. პრიშტინამ მალევე დაამტკიცა გეგმა, რომელიც გასულ კვირაში, ოთხშაბათს წარმოადგინეს სერბიისა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრებმა. სერბია კი კვირა საღამომდე ყოყმანობდა და ითხოვდა გარანტიებს, რომ გეგმაზე დათანხმება არ ნიშნავს ბელგრადის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას. კოსოვომ, სადაც ეთნიკური ალბანელები უმრავლესობაში არიან, 2008 წელს გამოაცხადა სერბიისაგან დამოუკიდებლობა.
XS
SM
MD
LG