Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირი სირიის იარაღის ემბარგოზე ვერ შეთანხმდა


ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა ვერ მოახერხა მიეღწია ახალი შეთანხმებისთვის სირიის იარაღის ემბარგოს თაობაზე, რაც, ზოგიერთი ქვეყნის სურვილით, გააიროლექბდა მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი სირიელი მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდებას. მიხაელ შპინდელეგერის თქმით, სირიის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ვადის გაგრძელება, ჩანს, ვერ ხერხდება და მათ ვადა 1 ივნისს გაუვა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, თუმცა აგრძელებენ შეხვედრას ამ თემაზე, ბრიუსელში, დღეს ღამითაც. ბრიტანეთი და საფრანგეთი ემხრობიან ემბარგოს შესუსტებას, რათა სირიელმი მეამბოხეებმა შეძლონ იარაღის შეძენა. ევროპის სხვა ქვეყნები, მათ შორის ავსტრია, ასეთ ნაბიჯს არ ეთანხმებიან.
XS
SM
MD
LG