Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი „იმედგაცრუებულია“ სირიის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებით


რუსეთი აცხადებს, რომ სირიისთვის იარაღის მიწოდებაზე ევროკავშირის ემბარგოს გაუქმება „პირდაპირ დააზარალებს“ სირიის საკითხზე სამშვიდობო კონფერენციის ჩატარების პერსპექტივას. მოსკოვი ვაშინგტონთან ერთად ცდილობს მომავალ თვეში კონფერენციის ორგანიზებას, თუმცა თარიღი ჯერ არ არის განსაზღვრული. ევროკავშირმა ორშაბათს გადაწყვიტა, მოქმედების ვადა არ გაუგრძელოს ემბარგოს, რომელიც არ უშვებს სირიელი მეამბოხეებისათვის იარაღის მოწოდებას. თუმცა, ევროკავშირს არ გადაუწყვეტია არც მეამბოხეებისათვის იარაღის დაუყოვნებლივ მიწოდება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვის განცხადებით, მოსკოვი "იმედგაცრუებულია" ევროკავშირის ემბარგოსათვის ბოლოს მოღებით. „ეს არის ძალიან სამწუხარო ნაბიჯი, რომელიც აშკარას ხდის ორმხრივ სტანდარტებს ჩვენი ევროპელი პარტნიორების პოლიტიკაში. არ შეიძლება, ერთი მხრივ აცხადებდე სისხლისღვრისათვის ბოლოს მოღებისაკენ საკუთარი მისწრაფების შესახებ და, მეორე მხრივ, მიდიოდე სირიაში მეტი იარაღის შეტანის მიმართულებით“, განაცხადა რიაბკოვმა და იქვე გაამართლა რუსეთის მიერ სირიის მმართველი რეჟიმისათვის ანტისარაკეტო სისტემების მიწოდება. ამ ქმედებას აქვს, რიაბკოვის განმარტებით, „მასტაბილიზებელი როლი“ სირიაში უცხეთიდან ინტერვენციის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG