Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თავს დაესხნენ „წითელ ჯვარს“


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, ექსტრემისტები თავდასხმას ახორციელებენ შენობაზე, რომელსაც ქალაქ ჯალალაბადში სტუმრების დასაბინავებლად იყენებს ორგანიზაცია „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“. ნანგარჰარის პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენლის ცნობით, თავდასხმა ოთხშაბათს საღამოს დაიწყო. პროვინციის პოლიციის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ აფეთქება მოხდა შენობაში შეიარაღებული პირების შეჭრისას. ხოლო საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესის“ ფოტოგრაფის ცნობით, „წითელი ჯვრის“ შენობასთან საღამოს კვამლი მოჩანდა და სროლის ხმა ისმოდა. ფოტოგრაფი აცხადებს აგრეთვე, რომ შენობასთან ავღანეთის უშიშროების ძალები განთავსდნენ.
XS
SM
MD
LG