Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის ჯეტი-ოგუზის რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა


ყირგიზეთის ისიკ-ყულის ოლქის, ჯეტი-ოგუზის რაიონში, სადაც შეტაკება მოხდა საპროტესტო გამოსვლების ათასობით მონაწილესა და პოლიციას შორის, საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს, რომელიც 10 ივნისამდე გაგრძელდება. რაიონის მთელ ტერიტორიაზე იმოქმედებს კომენდანტის საათი. შეტაკება მოჰყვა პოლიციის მიერ დემონსტრანტების დაკავებას. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებმა დაიკავეს ელექტროსადგური და დენის მიწოდება შეუწყვიტეს კუმტორის ოქროს საბადოს. იტყობინებოდნენ, რომ მათ მძევლად აიყვანეს ადგილობრივი მმართველი, რომელიც მალევე გაუშვეს. მთავარი გზა, რომელიც მიდის საბადოსთან, დემონსტრანტებმა გადაკეტეს. საბადოს ამოქმედებს კანადის ფირმა „ცენტერა გოლდ კომპანი, “ რომლისგანაც დემონსტრანტები მოითხოვენ გარემოსდაცვითი პირობების გაუმჯობესებას და ადგილობრივებისთვის სამედიცინო პუნქტის შექმნას.
XS
SM
MD
LG