Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი დემონსტრანტებს აქციების შეწყვეტისაკენ მოუწოდებს


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმ ძალადობისა, რაც სადავო პროექტმა გამოიწვია, მთავრობა გააგრძელებს სტამბულის ცენტრალური, ტაკსიმის მოედნის განვითარებასთან დაკავშირებული გეგმის განხორციელებას. ერდოანმა პირობა დადო, რომ აღადგენს წესრიგს და მოუწოდა დემონსტრანტებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საპროტესტო გამოსვლები. შაბათს პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი გამოყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც თურქეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვდნენ. დაპირისპირება თურქეთში პარასკევიდან დაიწყო, როდესაც ათასობით ადამიანი გამოვიდა სტამბოლის, ანკარისა და იზმირის ქუჩებში სტამბულის მწვანე არეალის - ტაკსიმის მოედნის განვითარების გეგმების საწინააღმდეგოდ.
XS
SM
MD
LG