Accessibility links

სააკაშვილი პრემიერ-მინისტრს უცხოეთში მეტი ვიზიტებისკენ მოუწოდებს


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრს ურჩევს, რაც შეიძლება მეტი ვიზიტი განახორციელოს. ის, რომ 9 თვის განმავლობაში არც ერთი ოფიციალური ვიზიტი არ განხორციელებულა, ცალკე აღებულ რომელიმე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, სერიოზული პრობლემაა ქვეყნის საგარეო უსაფრთხოებისთვის და ეს არის სერიოზული წამახალისებელი სიგნალი რუსეთისთვის, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პარასკევს, სპეციალური ტელემიმართვის დროს. საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას უშიშროების საბჭოს სხდომების დაწყებას სთავაზობს, რათა კოორდინირებული მუშაობით ხელი შეუშალონ რუსეთის ძალისხმევას გაეროში, მიაღწიო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას. „ ერთი აღიარება ჩვენ უკვე შევაცვლევინეთ, არის შანსი კიდევ ერთ-ორ ქვეყანას შევაცვლევინოთ, მაგრამ ასევე არის საფრთხე, რომ რუსეთმა მიიღოს ახალი აღიარებები", - აღნიშნა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, იგი მზად არის დაეხმაროს მთავრობას მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებებისა. პრეზიდენტის აზრით, ეს არის ის თემა, სადაც არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის საქართველოს მთავრობაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG