Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღის რიგ რაიონებში წყალდიდობის საფრთხის გამო დამცველ ბარიერებს აყენებენ


პრაღის რიგ რაიონებში წყალდიდობის საფრთხის გამო დამცველ ბარიერებს აყენებენ. გადაუღებელი წვიმების გამო მდინარე ვლტავაში წყლის დონე საფრთხის მესამე კრიტიკულ დონეს აღწევს - იტყობინება ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი ტომაშ ჰუდეჩეკი. იმ რაიონებს შორის, რომლებშიც ნაპირებს ამაგრებენ, არის პარკი სტრომოვკა და კუნძული კამპა პრაღის ისტორიულ ცენტრში. წყლის დონე მატულობს არა მხოლოდ ვლტავაში, არამედ ჩეხეთის სხვა მდინარეებშიც.
XS
SM
MD
LG