Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანკარასა და სტამბოლში დაშავებულია დაახლოებით 1700 ადამიანი


თურქეთის პოლიციამ ანტისამთავრობო დემონსტრაციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა კვირას თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, სტამბოლსა და რამდენიმე სხვა ქალაქში გამართულ საპროტესტო გამოსვლებში. გავრცელდა ცნობები სტამბოლსა და ანკარაში პრემიერ-მინისტრის ოფისებთან დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებების შესახებ. თურქეთის ექიმთა ასოციაციის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან სამი დღის განმავლობაში სტამბოლში 1000 და ანკარაში დაახლოებით 700 ადამიანი დაშავდა. თურქეთის ხელისუფლება დაშავებულთა უფრო მცირე რიცხვს ასახელებს. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, 1700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათი უმრავლესობა უკვე გათავისუფლებულია. ევროკავშირი და აშშ თურქეთის მთავრობას თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.
XS
SM
MD
LG