Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის ფრინველის გადამამუშავებელ ფაბრიკაში ხანძრის შედეგად 112 ადამიანი დაიღუპა


ჩინეთიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ სულ ცოტა 112 ადამიანი დაიღუპა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში ფრინველის გადამამუშავებელ ფაბრიკაში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ხანძარი ადგილობრივი დროით დილის ექვს საათზე გაჩნდა. იმ დროისთვის ფაბრიკაში 300 ადამიანი იმყოფებოდა. შენობიდან გამოღწევა ასამდე ადამიანმა შეძლო. მეხანძრეებისა და მაშველების მუშაობას შენობის ვიწრო გასასვლელები და რთული სტრუქტურა აფერხებს. გავრცელებული ინფორმაციით, ფაბრიკაში მომუშავეებმა მოულოდნელად ხმაური გაიგონეს და შემდეგ მუქი კვამლი შენიშნეს. ხანძრის შესაძლო მიზეზად ელექტროგაყვანილობაში არსებული პრობლემა სახელდება.
XS
SM
MD
LG